კასპში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

კასპში, ორი ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. #4 და #5 საბავშვო ბაღებმა აღსაზრდელები კეთილმოწყობილ შენობაში მიიღო, სადაც მათ  ლამაზი ოთახები და მყუდრო გარემო დახვდათ.

კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს სულ 10 საბავშვო ბაღი რეაბილიტირდა, რომელიც  ,,რეგიონში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდიდან დაფინანსდა და 1 203 024 ლარი დაიხარჯა.  ქალაქის გარდა რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლების: ეზატის, კავთისხევის, ახალქალაქის, ახალციხეს, თელიანის, ხოვლეს, სასირეთის და ქვემო გომის საბავშვო ბაღებს.

2014 – 2017 წლებში კასპის მუნიციპალიტეტში სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია სულ 21 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა.

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სკოლამდელი დაწესებულებების კეთილმოწყობაა. მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია კი გაგრძელდება ვიდრე ყველა ბაღში პატარებს სათანადო პირობები არ ექნებათ“, -აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები