ბიორკი თბილისის კონცერტებს აანონსებს – “ლაივ კონცერტები არაჩვეულებრივ საქართველოში”

ისლანდიელმა მომღერალმა ბიორკმა მის ოფიციალურ გვერდზე თბილისში დაგეგმილი ორი კონცერტის შესახებ დაწერა. „როგორც იქნა, ლაივ კონცერტები არაჩვეულებრივ საქართველოში-31 ოქტომბერს თბილისის ფილარმონიაში, 3 ნოემბერს-თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. ორივე ლაივ შოუ 21 საათზე იწყება.“
მის პოსტს არაერთი მომხმარებლის გამოხმაურება მოყვა, ერთ-ერთი მათგანი კი წერს, რომ თავიდან ეგონა, ეს კონცერტი ამერიკის შტატ ჯორჯიაში იმართებოდა და სიხარულისგან ლამის გული გაუსკდა. ის იმედოვნებს, რომ ოდესმე ბიორკი იქაც ჩავა. ფეისბუქის უამრავი მომხმარებელი კი მას სთხოვს მათ ქვეყნებსა და ქალაქებშიც გამართოს მსგავსი კონცერტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები