რამაზ საყვარელიძე: ცესკოს კვალიფიციური და გამოცდილი პიროვნება ხელმძღვანელობს

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ცესკოში პოზიტიური ცვლილებები, მხოლოდ ერთ ადამიანზე – თამარ ჟვანიაზე დაყრდნობით მოხდა.
საყვარელიძემ „ახალა თაობასთან“ აღნიშნა, რომ ჟვანიამ უმძიმესი მემკვიდრეობა მიიღო.
“თამარ ჟვანიამ უმძიმესი მემკვიდრეობა მიიღო, როგორც საარჩევნო კომისიის შემადგენლობის, ასევე მის მიმართ საზოგადოების უნდობლობის თვალსაზრისით. მას მერე სამი ურთულესი არჩევნები ჩაატარა ჟვანიამ ისე, რომ არც საზოგადოებაში გაჩენილა კომისიის მიმართ ეჭვი, არც უცხოელ დამკვირვებლებს გამოუთქვამთ შენიშვნები. ეს პოზიტიური ცვლილებები მოხდა მხოლოდ ერთ ადამიანზე, თამარ ჟვანიაზე დაყრდნობით. მის მიერ გატარებულმა რეფორმებმა და კარგად გააზრებულმა პიარ კამპანიამ მოიტანა ეს შედეგი. დამსახურებული, მისალოცი და საამაყოა ხსენებული ჯილდო როგორც ქალბატონი თამარისთვის, ასევე, მთელი ქვეყნისათვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ მას გამოარჩევს მაქსიმალური არაადეკვატურობა და ადგილობრივი არჩევნების გადაქცევა სახელისუფლო არჩევნებად, რაც საპარლამენტო არჩევნების ფუნქციაა. ეს შეფასება, რა თქმა უნდა, ეხება ოპოზიციურ პარტიებს, ისინი იბრძვიან ხელისუფლებისთვის და სურთ თბილისი ამის ბერკეტად აქციონ”, – აღნიშნა ფსიქოლოგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები