“პრემიერის განცხადება არის ლიდერის განცხადება, რომელსაც ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარება აინტერესებს”

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დადებითად აფასებს. მისივე თქმით, ეს არის გზავნილი ყველა ადამიანის მიმართ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არჩევნები, არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
,,პრემიერ-მინისტრის განცხადება მხოლოდ დადებითად მოქმედებს წინასაარჩევნო გარემოზე და არჩევნების ჩატარებაზე მშვიდობიან და თანაბარ პირობებში. ეს არის გზავნილი ყველა ადამიანის მიმართ, მათ შორის საჯარო მოხელეების, საარჩევნო ადმინისტრაციის და უბრალო ამომრჩევლის მიმართ, რომ ამ არჩევნებს ნამდვილად აქვს დიდი მნიშვნელობა არსებული პრობლემების გადასაჭრელად. პრემიერის განცხადება არის ლიდერის განცხადება, რომელსაც აინტერესებს, რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, არავის მისცენ საბაბი, ერთი სიტყვა მაინც თქვან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები