“თუ ამბობს არასამთავრობო სექტორი რომ გაზრდილია ძალადობა, ირონიული ღიმილით შემიძლია ვუპასუხო”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევაზე საუბრისას განაცხადა, რომ კვლევები ცოტა დაუჯერებლად ეჩვენება.
მისივე თქმით, ძალადობის გაზრდის პასუხად, მხოლოდ ირონიული ღიმილი იქნება.
“ცოტა დაუჯერებლად მეჩვენება ასეთი განცხადება, თუმცა ასეთ რამეს თუ ამბობს არასამთავრობო სექტორი რომ 2012 წლის შემდეგ, გაზრდილია ძალადობა, ამაზე მხოლოდ ირონიული ღიმილით შემიძლია ვუპასუხო”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევების თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ფაქტები გაზრდილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები