დავით ზურაბიშვილი: ვფიქრობ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდება

თვითმმართველობის არჩევნებზე ნამდვილად არ არის ისეთი აქტივობები, როგორიც საპარლამენტო არჩევნების დროს არის ხოლმე, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით ზურაბიშვილიმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზურაბიშვილი არც 21 ოქტომბრის არჩევნებზე ელის მაღალ აქტივობას.
„თვითმმართველობის არჩევნებზე ნამდვილად არ არის ისეთი აქტივობები, როგორიც საპარლამენტოზე არჩევნების დროსაა ხოლმე. ამჯერად დიდ აქტივობა არ ჩანს. თუმცა სასურველია, განსაკუთრებით ისინი ვინც უკმაყოფილოები არიან ამ ხელისუფლებით და სურთ რაღაც ცვლილებები იხილონ, ისინი იყვნენ აქტიურები, იდეალური შეიძლება არც ერთი პარტია არ იყოს, მაგრამ როდესაც არჩევანს აკეთებ ეს არჩევენი უნდა იყოს სხვებზე უკეთესი “, -განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
ამასთან, ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ მეორე ტურის გამართვის საჭიროებაც დადგება.
„ვფიქრობ, რომ მეორე ტურიც იქნება. თბილისშიც რეალურია მეორე ტური და სხვაგანაც, სადაც 50%-იანი ბარიერია, ყველგან არის ამისი ალბათობა. საკრებულოს მაჟორიტარების შემთხვევაში ეს 50%-იანი ბარიერი არ არის“, -აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები