ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი ყურაშვილს და დესპანს ეკატერინე კოკაიას შეხვდნენ.

ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი დებატები განიხილეს და მისი შედეგები შეაფასეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საფრანგეთში საქართველოს საელჩო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროსტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა აქტუალურ საარჩევნო საკითხზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ოპერატიულად სწორი ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ სტრუქტურებისთვის.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაცია საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით 28-29 აპრილს იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები