„ელისაშვილი არის გარეწარი, რომელმაც მერაბიშვილს 8 უდანაშაულო კაცი დააპატიმრებინა“

„ელისაშვილი არის გარეწარი, რომელმაც მერაბიშვილს 8 უდანაშაულო კაცი დააპატიმრებინა!“, – ამის შესახებ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.
ჯაველიძე გამოცემასთან ინტერვიუში თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერის კანდიდატებზე საუბრობს და თითოეული მათგანის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას აფიქსირებს.
„ვიღაც -ვიღაცეები გაიძახიან, ელისაშვილი პრინციპული და პატიოსანი ბიჭია, მივცეთ შანსიო. ვინ არის „პრინციპული და პატიოსანი ელისაშვილი“ – ტელეკომპანია „კავკასიაში“, აქუბარდიასთან და ჯანგირაშვილთან ერთად 8 მართლმადიდებელი რომ დააჭერინა? დიახ, არაფერს ვაჭარბებ. ელისაშვილი არის გარეწარი, რომელმაც მერაბიშვილს 8 უდანაშაულო კაცი დააპატიმრებინა!“, – აცხადებს აკადემიკოსი.
აკადემიკოსი წარსულს იხსენებს და „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილს ყოფილი ხელისუფლების დროს ჩადენილ მკვლელობებზე საუბრობს.
„უდუმაშვილს როდის სტკიოდა თბილისი და თბილისელები 7 ნოემბერს, 26 მაისს თუ მაშინ ბუტა რობაქიძისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობებს რომ „უპრავებდა“ მიშას? რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, კარგით რა.. როდის გახდა ელენე ხოშტარია მგზნებარე მედასავლეთე, მამამისმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების კაგებე -პატრონაჟის ქვეშ მყოფი ფაკულტეტი რომ დაამთავრებინა? ახლა რომ ყელყელაობს მამამისი გოგია ხოშტარია, ზვიადისტი ვარო, ეგ არ იყო, პირველი რომ გაიძახოდა – ზვიადი აქედან ცოცხალი არ უნდა გავუშვათო? ეს, ხოშტარია ელენე დიდად კი არ განსხვავდება თინა ბოკუჩავასგან, კაცების თავებზე რომ აცოცდა თბილისის საკრებულოს წინ გამართულ აქციაზე და უკნიდან ქმარი აწვებოდა? ვაი, სირცხვილო – ქალი ქალს აღარ ჰგავს და კაცი – კაცს!“, – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე.
მისი თქმით, მისთვის თბილისის მერის არჩევნებზე ყველაზე მისაღები კანდიდატი კახა კალაძეა. „ კახა კალაძეს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ამათ ყველას მაინც ის მირჩევნია! „ოცნებამ“ ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ კახი კალაძეს თუ არა, აბა ვის მივცე ხმა?“ – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები