არჩილ ხანდამაშვილი: ერთად უნდა ვიშრომოთ ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გურჯაანის მერობის კანდიდატი, არჩილ ხანდამაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ზაქარია შოშიაშვილთან და რამაზ უტიაშვილთან ერთად.
დღეს ველისციხესა და ქალაქ გურჯაანის მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა.

არჩილ ხანდამაშვილმა მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და მათ სხვადასხვა საკითხზე გაესაუბრა.

,,ჩვენ შრომისმოყვარე ხალხი ვართ, ჩვენ უნდა გავუადვილოთ ცხოვრება ჩვენს ხალხს, ერთად უნდა ვიშრომოთ ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის. ახალგაზრდები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ რომ უკეთესი ხვალინდელი დღე ჰქონდეთ, ხელიდან არ გაუშვან და გამოიყენონ ყველა ის საშუალება, რომელიც წაადგება ჩვენს მუნიციპალიტეტს,“- განაცხადა გურჯაანის მერობის კანდიდატმა.
,,მე მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს სოფლის მეურნეობაში, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების მხარდაჭერით ბევრ კარგ პროექტს მოვიტანთ გურჯაანელი ახალგაზრდებისათვის, რომელიც ადგილობრივად გააქტიურებს მათ საქმიანობას,“-განაცხადა ქალაქ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რამაზ უტიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები