„პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც ახლა კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, 2010 წელს მხარი დაუჭირეს სრულიად არადემოკრატიულ ცვლილებებს“

იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც ახლა კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, 2010 წელს მხარი დაუჭირეს სრულიად არადემოკრატიულ ცვლილებებს კონსტიტუციაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცვლილებების შედეგად კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო.
​„უმთავრესია კონსტიტუციის ტექსტი. ვენეციის კომისიის დასკვნაში ჩანს, რომ კონსტიტუციის ტექსტი არის ძალიან კარგი და პროგრესული. მაგრამ ბოლო დრომდე სადაო რჩებოდა ვადა, თუ როდის უნდა შევიდეს ძალაში საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემა, თარიღთან დაკავშირებით არის დავა და არა პრინციპებთან და კონსტიტუციის ტექსტთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია ის, თუ როგორი კონსტიტუცია მივიღეთ ჩვენ. რაც შეეხება კონსენსუსს, ჩვენც გვინდოდა, რომ მეტი კონსენსუსი ყოფილიყო, თუმცა საზოგადოებას ახსოვს, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც ახლა კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, 2010 წელს მხარი დაუჭირეს სრულიად არადემოკრატიულ ცვლილებებს კონსტიტუციაში, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრაქტიკულად თავის თავზე მოირგო კონსტიტუცია, რომელიც დღეს ჩვენ შევცვალეთ უმრავლესობის მხარდაჭერით“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები