შეხვედრა ლატვიის თავდაცვის მინისტრთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლატვიის თავდაცვის მინისტრს, რაიმონდს ბერგმანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაზე და სამხედრო განათლების კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში არსებულ საკითხებს, კერძოდ კი, ტოტალური თავდაცვის კონცეფციას.
ლატვიელმა სტუმრებმა ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ აღუთქვეს მხარდაჭერა ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე და აღნიშნეს, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია მთლიანი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი.
ლატვიისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების ორმხრივი შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები