მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტერორისტი „თეთრი ქვრივი“ მოკლულია (ფოტო)

0

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტერორისტი, ბრიტანელი სალი ჯონსი, სავარაუდოდ, აშშ-ს ავიადარტყმის დროს დაიღუპა. ამის შესახებ „თაიმს“-ი წერს.
მას მერე, რაც ჯონსის ქმარი, 21 წლის ტერორისტი ჯუნეიდ ჰუსეინი ასევე ავიადარტყმამ იმსხვერპლა, ქალს „თეთრი ქვრივი“ შეარქვეს.
არსებული ინფორმაციით, სალი ჯონსთან ერთად, სავარაუდოდ, დაიღუპა მისი 12 წლის ვაჟი – ჯოუჯოც, მეორე შვილის შესახებ კი ინფორმაცია უცნობია.
ყოფილი პანკ როკერი და მომღერალი საგრაფო კენტიდან, რომელმაც ისლამი მიიღო და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩაეწერა, სავარაუდოდ, ივნისში სირიისა და ერაყის საზღვარზე დაიღუპა.
50 წლის ჯონსი ორი შვილის დედა იყო. მან 21 წლის ჰუსეინი ბირმინგემში ცხოვრებისას, სოციალური ქსელების მეშვეობით გაიცნო.
მამაკაცი „აისისი“-ს აქტიური წევრი და ცნობილი კომპიუტერული ჰაკერი იყო. რამდენიმეთვიანი მიმოწერის შემდეგ სალი ჯონსი მასთან სირიაში გაემგზავრა და მისი ცოლი ოფიციალურად გახდა.
სალი ჯონსი „ისლამურ სახელმწიფო“-ში ახალი მიმდევრების რეკრუტირებას სათავეში ჩაუდგა და სოციალურ ქსელებში აქტიურ პროპაგანდას ეწეოდა.
მაისის დასაწყისში „ტელეგრაფი“ იტყობინებოდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, სირიასა და ერაყში 300-მდე ბრიტანელი იმყოფება. მთლიანობაში, ამ და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებას დიდი ბრიტანეთის 850-1000 მოქალაქე შეუერთდა. მათგან თითქმის ნახევარი სამშობლოში დაბრუნდა, ასზე მეტი ადამიანი კი დაღუპულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი