გიორგი კვირიკაშვილი სტელა კირიაკიდესს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტელა კირიაკიდესს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
“ველით მჭიდრო თანამშრომლობას ევროპის წარმატებისთვის”, – აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოქვეყნებულ მილოცვაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მილოცვისა და კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა.