„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მიზანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის არარსებობა“

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მიზანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის არარსებობა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კახიანმა აღნიშნა, დღეს გვაქვს ძალიან კარგი კონსტიტუცია – სამართლებრივად გამართული და საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან პოზიტიურად შეფასებული, რომელიც მხარდაჭერილი არ არის ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან.
მისი თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა რათა კონსენსუსი შემდგარიყო.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლების დამოკიდებულება ულტიმატუმების წამოყენება იყო, მაშინ როცა, ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა, ყველა ნაბიჯი გადადგა კონსენსუსის მისაღწევად. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, შესაძლოა, მიზანიც იყო კონსენსუსის არარსებობა, რათა შემდგომ გამუდმებით ყოფილიყო საუბარი და კრიტიკა, რომ კონსტიტუცია არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს და ა.შ. ასე მგონია, ისინი ამ პოლიტიკას აგრძელებენ“, – აღნიშნა კახიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა. გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებული შენიშვნები ოპოზიციასთან – 20 პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შეიმუშავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები