“ლიბერთი ბანკი” შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ხელშეწყობას განაგრძობს

“ლიბერთი ბანკის” დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი რეჰაბის დირექტორმა დავით შველიძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაგრძელებას მოაწერეს ხელი.
მემორანდმუმის ფარგლებში, “ლიბერთი ბანკი” 2017 წლის ბოლომდე განაგრძობს სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობლობის სტატუსის მქონე იმ ბენეფიციარების რეაბილიტაციის დაფინანებას, რომლებიც ჯერჯერობით ვერ მოხვდნენ სახელმწიფო პროგრამაში.
შპს ,,ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი რეჰაბი” 2016 წლის დეკემბერში დაფუძნდა და 2017 წლის 1-ლი კვარტალის ბოლოდან ჩართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციისა ქვეპროგრამებში.
ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, აღჭურვილია სათანადო სარეაბილიტაციო ინვენტარით და გააჩნია მკურნალობისათვის საჭირო ადაპტირებული გარემო.
„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს და ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციისათვის, ჯერ კიდევ არასაკმარისი საბიუჯეტო დაფინანსების პირობებში ბენეფიციართა დიდი რაოდენობა ამ მომსახურეობით დღეისათვის ვერ სარგებლობს, რის გამოც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომ დავიწყეთ კერძო სექტორში, განსაკუთრებით კი სოციალური პროგრამების განხორციელებაში აქტიურად ჩართული ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება და უნდა აღვნიშნო, რომ ლიბერთი ბანკის სახით ძალიან ღირსეული და ქველმოქმედი პარტნიორი შევიძინეთ. დღეისათვის მათ მიერ დაფინასებულია 200 ბენეფიციარის 6.600 პროცედურა და ბანკი 2017 წლის ბოლომდე განაგძობს მათი რეაბილიტაციის ხელშეწყობას” – განაცხადა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი “რეჰაბის” დირექტორმა დავით შველიძემ.
კომენტარი გააკეთა “ლიბერთი ბანკის” დირექტორმაც.
„სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირების ხელშეწყობა. მათი უმრავლესობა ჩვენი ბანკის მომხმარებელია, აქიდან გამომდინარე, უშუალო შეხება გვაქვს მათ პრობლემებთან. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ადაპტირებული სერვისების შეთავაზება, მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, რათა თითოეულმა მათგანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის გამოვლენა და გამოყენება. შედეგის მისაღწევად ბანკი თანამშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც კონკრეტული სერვისების მიწოდების გამოცდილება აქვთ”, – განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები