თეა წულუკიანი: მინდა, მოვუწოდო პოლიტიკოსს, დეპუტატს, მაჟორიტარობის კანდიდატს ნებისმიერი პარტიიდან, რომ ხელოვნურად ნუ შექმნიან დაძაბულობას

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ საკრებულოსთან ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში წინასაარჩევნო ციებ-ცხელება კამპანიის ნაწილია, თუმცა გუშინ ვიხილეთ, როგორ იქცეოდა ზოგიერთი დეპუტატი და როგორ ცდილობდა ნეგატიური პროცესების პროვოცირებას.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ გუშინდელ აქციაზე განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პოლიციელები და მათი რეაქცია კანონის ფარგლებში იყო ადეკვატური.

„ვფიქრობ, ნებისმიერ ქვეყანაში, დემოკრატიულ საზოგადოებაში, ციებ-ცხელება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.  თუმცა, ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როგორ იქცეოდა ზოგიერთი დეპუტატი და როგორ ცდილობდა ნეგატიური პროცესების პროვოცირებას. როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, მინდა, ყველას მოვუწოდო – პოლიტიკოსს, დეპუტატს, მაჟორიტარობის კანდიდატს ნებისმიერი პარტიიდან, რომ ხელოვნურად ნუ შექმნიან დაძაბულობას, რადგან, ამ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიისას სახელმწიფოს მხრიდან დაძაბულობა არ არსებობს. შეეცადონ, რომ ერთმანეთს შეეჯიბრონ მშვიდ გარემოში, რადგან, ნებისმიერ ასეთ პროვოცირებულ დაძაბულობებს უყურებს ამომრჩეველი და ამომრჩეველზე უნდა იყოს გათვლილი ნებისმიერი ქმედება. ვიმედოვნებ, გუშინდელი ქმედებები ნეგატიურად არ აისახება ამომრჩევლის მხრიდან იმ პოლიტიკოსებზე და პარტიებზე, ვინც ამაში მონაწილეობდა. კარგია, რომ მდგომარეობა მალე სიმშვიდეს დაუბრუნდა, ვისურვებ, რომ ვინც დააკავეს მალე გათავისუფლებული იყოს, რათა შეძლონ გააგრძელონ მაქსიმალურად სწრაფად თავიანთი კამპანია, რომელიც უნდა აწარმოონ კანონის ფარგლებში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები