პეტრე ცაავა: ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა

ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა, – აღნიშნული განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ გააკეთა.
მეუფე პეტრემ საპატრიარქოში შესვლამდე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია ის საკითხები, რაზეც სხდომაზე უნდა იმსჯელონ.
მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სხდომაზე მისთვის სასჯელის დადების საკითხის განხილვა მოხდეს.
„სამწუხაროდ, საკითხები პირადად ჩემთვის ცნობილი არ არის. ობიექტურად, სამართლიანად, მიუკერძოებლად და სამართლიანად გადაწყდეს ყველა საკითხი. ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
დღევანდელ სხდომას 47 მღვდელმთავარი ესწრება. დღის წესრიგში შეტანილი საკითხები საიდუმლოა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა დღევანდელ შეკრებაზე დღის წესრიგში მეუფე პეტრეს საკითხი დადგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები