“ევროპის სულისთვის” ექსპერტები ეროვნულ სასახლეში ორ „ვორქშოფს“ გამართავენ

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, 12 და 13 ოქტომბერს,  სასახლის მოსწავლეებისათვის, 16-18 წლის ახალგაზრდებისთვისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, საერთაშორისო მოძრაობა “ევროპის სულისთვის” ექსპერტების ორი „ვორქშოფი“ ჩატარდება.

ღონისძიების  თემა  საერთო ევროპული კულტურული სივრცის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.

„ვორქშოფს“ მოძრაობა „ევროპის სულისთვის” (A Soul for Europe) ნიდერლანდების სამეფოს კულტურის ფონდ კავკასიის ადგილობრივ ფილიალთან „კავკასიის კულტურული პროგრამების საერთაშორისო ბიუროსთან“, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან თანამშრომლობით და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ატარებს; ასევე  გაიმართება საჯარო შეხვედრა,  სადაც  საზოგადოებასთან ერთად  ევროპის მომავლისთვის საჭირო საერთო ევროპული კულტურული სივრცის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. „ვორქშოფებს“ მოდერირებას  მოძრაობის „ევროპის სულისთვის“ სტრატეგიული ჯგუფის 3  უცხოელი წევრი და ერთი ადგილობრივი ექსპერტი გაუწევს, რომელთაც ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის ფართო გამოცდილება აქვთ.

პროექტის შედეგად მოხდება ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვა ერთიანი ევროპული კულტურული სივრცის შექმნის პროცესში; ახალგაზრდები,  მათ შორის  ეთნიკური უმცირესობისების წარმომადგენლები  წამყვანი ევროპელი ინტელექტუალების ლექციებს მოისმენენ; ღონისძიების მიზანია საზოგადოებაში ევროპული კულტურული ღირებულებების შესახებ  ცნობიერების ამაღლება. „ვორქშოფების“ შედეგად საერთაშორისო ექსპერტების მიერ ყველაზე აქტიური ახალგაზრდების შერჩევა  მოხდება, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, ბერლინში, 9-11 ნოემბერს, მოძრაობა „ევროპის სულისთვის“ მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრონ.

14 ოქტომბერს, 11:00 საათიდან,  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში,  ფართო საზოგადოების  მონაწილეობით, საჯარო შეხვედრა გაიმართება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები