საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახალციხეში, საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, რომელიც რეგიონებში პროექტების მონიტორინგსა და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სისტემატურად ეცნობა, შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეამოწმა.

გასულ წელს საფარის მონასტერთან მისასვლელი 7 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ამჯერად, სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში,  მონასტრის მიმდებარედ სუვენირების მაღაზია და  შესასვლელი კარიბჭე შენდება, ასევე მოხდება მონასტერთან მისასვლელი გზის ქვაფენილით მოკირწყვლა.

ნოემბრიდან ადგილობრივებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რომელიც ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები