თელავის ერთ-ერთ კაფეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

კახეთში, თელავის ერთ-ერთ კაფეში 27 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, მამაკაცს კაფე დაქირავებული ჰქონდა.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები