დიმიტრი ლორთქიფანიძე: თუ არჩევნებზე ამომრჩევლის 50% მოვა, ეს იქნებოდა კარგი მაჩვენებელი

მე მინდა, ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ მოვიდეს არჩევნებზე და არ გააფუჭოს ბიულეტენი, -ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერობის კანდიდატმა, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” წარმომადგენელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
ლორთქიფანიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტურებს ვარაუდობს, იგი საკუთარი პარტიის შანსებზე ამახვილებს ყურადღებას.
„50%-მდე მოსვლა ამომრჩევლის ეს იქნებოდა ძალიან კარგი მაჩვენებელი, მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე სტარტი აიღო ძალიან საინტერესო დებატებმა, თუ ხელისუფლება დიდი დოზით არ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურს, არ გამოვრიცხავ, მრავალპარტიულ თვითმმართველობებს, „დემოკრატიული მოძრაობა” საკმაოდ აქტიურია და ვფიქრობ, რომ გვაქვს შანსი, სერიოზული მაჩვენებლით წარვდგეთ არჩევნების შემდეგ. მთავარია, არჩევნებზე მოვიდეს მოსახლეობა და არავის არ მისცეს ბიულეტენის გაფუჭების საშუალება”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ ​„კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები