სტრასბურგის მოსამართლის შესარჩევად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების საბოლოო კენჭისყრა დღეს გაიმართება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატს კენჭს დღეს უყრიან. კანდიდატების ბიოგრაფიული ცნობები უკვე გამოქვეყნებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე. შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც წარდგენილი კანდიდატებიდან კომიტეტმა ლადო ჭანტურიას რეკომენდაცია გაუწია. ლადო ჭანტურიასთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობისთვის საქართველოდან წარდგენილნი არიან: ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლადო ჭანტურიას, ლალი ფაფიაშვილსა და ოთარ სიჭინავას კომიტეტის წევრები 29 სექტემბერს გაესაუბრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები