თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის” ცნობით, დიდუბის რაიონში, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, თბილისის მერიის მიერ საგზაო სამუშაოების ჩატარების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის, ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის, მოსტკოვის, გუმათჰესის, ენგურჰესის, იდუმალის და რაზიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები