დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, ქვეყნის პრეზიდენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციური ვალდებულებების დაცვა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ფიქრობს, რომ სამწუხაროდ,  ქვეყნის პრეზიდენტმა, საქართველოს კონსტიტუციის გარანტმა და დამცველმა ვერ შეძლო კონსტიტუციური ვალდებულებების დაცვა და შესრულება.

“უპირველეს ყოვლისა საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა. მოქმედი პრეზიდენტი ვერ გაცდა ვიწრო პოლიტიკურ ნომენკლატურას, ვერ    გააცნობიერა მოჭარბებული პასუხისმგებლობის სიმძიმე და სამწუხაროდ, მჩატე და უპრინციპო გადაწყვეტილება მიიღო.

ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ არა როგორც პარლამენტის წევრი, არამედ როგორც ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე, თქვენ გაუშვით ისტორიული შანსი პოზიტიური როლი შეგესრულებინათ ქვეყნის აღმშენებლობაში, თუმცა გარწმუნებთ, ქართველი ხალხი, ჩვენი საზოგადოება მიიღებს დამსახურებულ ევროპულ მომავალს და მას ხელს ვერ შეუშლის მედროვე პოლიტიკოსთა უპრინციპო და აშკარად სუბიექტური გადაწყვეტილებები”, – აცხადებს დეპუტატი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები