ძმებ “ზაპაშნების” საცირკო შოუზე დასწრების მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობის გამო, სპორტის სასახლეში ერთის ნაცვლად, ორი წარმოდგენა გაიმართება

„ძმებ ზაპაშნების “,მსოფლიოში აღიარებული შოუ პროგრამა UFO -ზე დასწრების მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობის გამო, 11 ნოემბერს, ერთის ნაცვლად, ორი წარმოდგენა გაიმართება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სპორტის სასახლეში განმეორებითი სეანსი 19:00 საათზე ჩატარდება, პირველი წარმოდგენა კი 15:00 საათზე გაიმართება.
როგორც უკვე ცნობილია, თბილისს მოსკოვის სახელმწიფო ცირკი „ძმები ზაპაშნები “, მსოფლიოში აღიარებული შოუ პროგრამით –UFO, 11 ნოემბერს ეწვევა.
„ქართველ მაყურებელს სპორტის სასახლეში ჯერ არნახული შოუ ელის. პროექტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დამდგმელი რეჟისორი და ასევე გინესის რეკორდსმენი – ასკოლდ ზაპაშნი, საორგანიზაციო დეტალების მოსაგვარებლად თბილისს სპეციალურად ეწვია. როგორც ასკოლდ ზაპაშნი ამბობს, მსოფლიოში აღიარებული პროექტი, სადაც საავტორო მუსიკა, ექსკლუზიური კოსტიუმირება და დეკორაცია, ასევე ულტრათანამედროვე ლაზერული ვიდეო და აუდიო ეფექტები იქნება წარმოდგენილი, მაყურებელს 2 საათისა და 45 წუთის განმავლობაში არნახულ მისტიურ სამყაროში ამოგზაურებს და შთაბეჭდილებები დიდი ხნის მანძილზე გაჰყვებათ“,- განაცხადა პროექტის მენეჯერმა ანა ჩანგიანმა.
როგორც პირველ, ასევე მეორე სეანსზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ biletebi.ge. tkt.ge ან სპორტის სასახლის სალაროში. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები