“ამით პრეზიდენტმა უარი თქვა პოზიტიური წვლილი შეეტანა საკონსტიტუციო რეფორმის იმ წარმატებულ პროცესში, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ აღიარა”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კანონმდებლობა ვეტოს ნაწილობრივ გათვალისწინებას არ ცნობს.
მდინარაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს შეგნებულად დაამატა წინასწარ დაანონსებული ისეთი საკითხები, რაზეც იცოდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა თანხმობას ვერ განაცხადებდა.
„ამით პრეზიდენტმა უარი თქვა პოზიტიური წვლილი შეეტანა საკონსტიტუციო რეფორმის იმ წარმატებულ პროცესში, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ აღიარა, ასევე აღიარა ვენეციის კომისიამ და ყველა ობიექტურმა დამკვირვებელმა. ამიტომ შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ ვეტოს გადავლახავთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები