თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტი ჩამოინგრა

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტი ჩამოიშალა. შემთხვევა ორი საათის წინ მოხდა. ჩამონგრევისას მუშამ მცირე დაზიანება მიიღო. მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები