საქართველოში ამინდი გაუარესდება – მოკლევადიანი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 10 – 11 ოქტომბერს საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

12 – 14 ოქტომბერს შედარებით გამოიდარებს. 15 ოქტომბრიდან კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები