გიორგი ალიბეგაშვილი: ალეკო ელისაშვილის განცხადებები ხშირად არასერიოზულად აღიქმება

„თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებები ხშირად არასერიოზულად აღიქმება“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა განმარტა, პუშკინის სკვერის ტერიტორიაზე, იმ ადგილზე, სადაც პარკინგი უნდა აშენდეს, მილიონიანი ინვესტიცია შემოდის.
„საკრებულო არის კოლეგიალური ორგანო, იმსჯელებს ამ საკითხზე, მიიღებს ერთობლივ გადაწყვეტილებას და მე მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ვერავინ შეუშლის ხელს ქალაქის განვითარებას, მე პირიქით, ყველას ვთხოვ, რომ ჩაერთონ ქალაქის განვითარებაში, ნუ უშლიან ხელს“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ალიბეგაშვილის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე საკრებულოში ორშაბათს იმსჯელებენ. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, გუშინ თბილისის საკრებულოში შევიდა პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთის ბიძინა ივანიშვლისთვის 1 ლარად გადაცემის მოთხოვნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები