სპორტის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა. ლოდია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ, სპორტის მინისტრთან შეთანხმებით მიიღო.
„ვადასტურებ, რომ დავტოვე დაკავებული თანამდებობა. 5 წელი ვიმუშავე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, რომელიც ცოტა არ არის. აქედან გამომდინარე ჩავთვალე, რომ სპორტში მუშაობის ერთი ეტაპი ამოიწურა და მუშაობას სხვა მიმართულებით გავაგრძელებ“,- განაცხადა აკაკი ლოდიამ.