პრეზიდენტსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები დღეისთვისაა დაგეგმილი

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, თუმცა შეხვედრის ზუსტი დრო და დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილს სთავაზობს, თავის მოტივირებულ შენიშვნებში ასახოს ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხი: საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება და ბონუს სისტემის გაუქმება. ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს.
საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციებს აგრძელებს როგორც ოპოზიციათან, ისე საპარლამენტო უმრავლესობასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები