ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გაიხსნა

ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის აბანოს უღელტეხილის მონაკვეთზე გზა გაიხსნა.
არსებული ინფორმაციით, თოვლში ჩარჩენილი მძღოლი უვნებლად გამოიყვანეს და თავს კარგად გრძნობს. ხოლო ტურისტს, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, დღეს ჩამოიყვანენ ბარში. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური სამუშაოების შედეგად, დილის 05:00 საათისთვის გზის გაწმენდა მოხერხდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ძლიერი თოვლის გამო, თუშეთი-კახეთის გზაზე ზვავი ჩამოწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები