გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. მაია ზავრაშვილი საქართველოს ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მაია ზავრაშვილი არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, საჯარო სამართლის მაგისტრი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და თსუ-ს მოწვეული ლექტორი.
მაია ზავრაშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მაია ბითაძე შეცვალა. მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს ასევე, სოლომონ პავლიაშვილი და ეკატერინე გრიგალავა იკავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები