რუსთავში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი „ჰონდას“ მარკის ავტომობილი ჯებირს შეეჯახა და ამოტრიალდა.
დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები