რომან კაკულია: „თაბორის პროექტზე” ოპოზიციის მოსაზრებები პოლიტიკურადაა მოტივირებული

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ თაბორის მთაზე მასშტაბური პროექტი განხორციელდება და ამ პროექტზე ოპოზიციის მოსაზრებები პოლიტიკურადაა მოტივირებული.
„საერთოდ არჩევნების დროს იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე. ჩვენ უნდა დავსვათ რამდენიმე კითხვა – ამ პროექტით ბიძინა ივანიშვილი ფულის შოვნას აპირებს?! ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და ამიტომ აკეთებს ამხელა პროექტს?! რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ყველაფერს თავისი ქვეყნისთვის აკეთებს. ქართველი ხალხის საუკეთესო თვისება უმადურობა ნამდვილად არ არის. ძალიან ცუდია , როდესაც საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას აწვდიან. ამ მიწის ფართობის გადაცემა საინვესტიციო ვალდებულებით ხდება და იქ გაკეთდება ძალიან დიდი მიწისქვეშა ავტოსადგომი. ამ ტერიტორიაზე იმხელა მასშტაბის პროექტი განხორციელდება, რომ ცუდი კუთხით ამ ყველაფრის დანახვა არ არის სწორი. საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მოსაზრებები პოლიტიკურადაა მოტივირებული”, – განაცხადა რომან კაკულიამ.
თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, თბილისში უკვე შენდება უმაღლესი კლასის, არქიტექტურულად უპრეცენდენტო სამსაფეხუროვანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსებს თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თაბორის პროექტი, ეს არის 400 000 კვ.მ „ახალი ფილტვები” ქალაქისთვის (რეკრეაციული ზონა და გოლფის მოედნები). ასეთი ადგილი თბილისში არ არსებობს. შეიქმნება ტენდენცია სხვა მსგავსი პროექტების განვითარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები