ნაძალადევში გზების კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, ზვარეთის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიურები, ტროტუარები და გზის სავალ ნაწილზე, 2 000 კვ.მ ფართობზე დაიგო ორი ფენა ასფალტის საფარი. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
გზის რეაბილიტაციის პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. ქუჩაზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 300 მ სიგრძეზე წყალსადენის ცენტრალური ქსელი შეცვალა, შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ასევე, გამგეობის დაფინანსებით, ზვარეთის ქუჩის მეორე მხარეს გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები