ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში „მწვანე მომხმარებლის” საერთაშორისო დღე აღინიშნა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში „მწვანე მომხმარებლის” საერთაშორისო დღე აღინიშნა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან და საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად, „მწვანე მომხმარებლის” მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“საქართველოსთვის, როგორც ეკოლოგიურ სტატუსზე ორიენტირებული ქვეყნისათვის, განსაკუთრებით მნივნელოვანია „მწვანე“ დაკვეთის შექმნა და „მწვანე მომხმარებლობის” ხელშეწყობა, რაც ქვეყანაში ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს. შეხვედრას, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც კამპანიის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები წარადგინეს. „მწვანე მომხმარებლობის” კამპანიის მიზანი საქართველოში მომხმარებელთა ქცევის ცვლილება და ისეთი პროდუქციის პოპულარიზაციაა, რომლის მოპოვება, წარმოება, ტრანსპორტირება და უტილიზაცია ნაკლებ ზეგავლენას ახდენს გარემოზე. შესაბამისად, წარმოებისა და მოხმარების „მწვანე“ ფორმის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რესურსების ჭარბი მოპოვების ფონზე”,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ „მწვანე“ მომხმარებლობის ხელშემწყობი საინიციატივო ჯგუფის წევრები: პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი, e-space-ს აღმასრულებელი დირექტორი სულხან გვალია, ჟურნალის „OK“ აღმასრულებელი დირექტორი მაია წერეთელი, ასევე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები