საჩუქარი AXIS-ის მომავალ მობინადრეებს!

დღეს დეველოპერულ კომპანია „აქსისსა” და სადაზღვევო კომპანია „არდის” შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რის საფუძველზეც, 1 ოქტომბრიდან აქსისის მომავალი მობინადრეები დეველოპერულ სფეროში შექმნილი ინოვაციური პროდუქტით – რემონტის დაზღვევა 360 °- ით ისარგებლებენ!

ყველას, ვინც შეიძენს სრულად გარემონტებულ ბინას აქსისის მიმდინარე პროექტებში ან უკვე შეიძინა ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობით და სარემონტო სამუშაოებს შეუკვეთავს აქსისის ინტერიერის სამუშაოების ჯგუფს, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, საჩუქრად გადაეცემათ რემონტის ერთწლიანი დაზღვევა 360 გრადუსით. ახალი პროდუქტი -„ დაზღვევა 360 °- ით “აზღვევს თქვენი ბინის ჭერს, იატაკს, კედლებს და ვიტრაჟებს ისეთი რისკებისგან, როგორიცაა:

• წყლით გამოწვეულ ზიანი, მათ შორის მეზობლისგან ჩამოსული ან მეზობელთან ჩასული წყალი;

• ხანძრით, მეხის დაცემით, წვიმით, სეტყვით, მიწისძვრით, ძლიერი ქარით, ყინვით და სხვა სტიქიური უბედურებით გამოწვეული დაზიანება;

• ქურდობა, ყაჩაღობა, მესამე პირის ბოროტგანზრახული ქმედებით მიღებული ზიანი და სხვა; სადაზღვევო პოლისი მობინადრეს გადაეცემა ბინაში სარემონტო სამუშაოების დასრულებისა და სრულად გარემონტებული ბინის ჩაბარებისას.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები