ირაკლი კობახიძე უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას დაესწრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
უკვე ცნობილია, რომ სხდომას დაესწრება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. ოფიციალური ინფორმაციით, საბჭოს წევრები ხუთ საკითხზე იმსჯელებენ. 2018 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის გაზრდა, სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი, ქვეყნის „თავდაცვის მზადყოფნისა“ და „ეროვნული თავდაცვის გეგმის“ პროექტების მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზეც მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია იქნებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები