ევროპულმა საქართველომ ნინოწმინდაში მერობის კანდიდატი წარადგინა

ევროპულმა საქართველომ ნინოწმინდაში მერობის კანდიდატი დაასახელა. პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ მოსახლეობას კანდიდატად არაიკ ბდოიანი წარუდგინა.

შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, პირველ რიგში გაზიფიკაციის პროცესი უნდა დასრულდეს და მძიმე სოციალური ფონი გაუმჯობესდეს.

დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს ევროპული საქართველოს საარჩევნო პროგრამაც გააცნო. პარტიის ინიციატივით, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია-დანამატები, ეს თანხა კი მთლიანად პენსიის ზრდას მოხმარდება. ნინოწმინდაში პენსია 20 ლარით მოიმატებს.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები