მამუკა კაციტაძე: „ქართულმა ოცნებამ” მოახერხა ის, რომ პოლიტიკური სპექტრი ერთად დასვა

ვერც გამსახურდიამ, ვერც შევარდნაძემ და ვერც ივანიშვილმა ვერ შეცვალეს ხელისუფლება ბლოკების გარეშე, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე არასაპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა. კაციტაძე საკუთარ არგუმენტის გასამყარებლად ვენეციის კომისიის რეკომენდაციას იშველიებს და თვლის, რომ ბლოკების დაშვება ვენეციის კომისიის მოთხოვნაა.
„ვენეციის კომისიის მოთხოვნაა, რომ ბლოკები ყოველთვის იყოს დაშვებული. ბლოკების აკრძალვა დაუშვებელია. არის პოლიტიკური ხაზი, როცა ივნისში მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა კონსტიტუცია, მე ვთქვი, რომ სამართლებრივად დასრულებული იყო კონსტიტუცია და რჩებოდა პოლიტიკური მხარე. დაიწყო პრეზიდენტთან მუშაობა და მივედით იქამდე, რომ ყველას ერთად ვეტო გვინდა. ეს პოლიტიკური პროცესი გაგრძელდება და მოხდება იმ ხარვეზებზე მუშაობა, რაც საკმაოდ ბევრია კონსტიტუციაში.
„ქართულმა ოცნებამ მოახერხა ის, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთად დასვა”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები