საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო დღეს სხდომას გამართავს.
როგორც „კვირას“ საბჭოს აპარატიდან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2017 წლის 29 სექტემბერს 15:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა: 1. საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისათვის; 2. სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა (2.1. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი; 2.2. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა; 2.3. საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები; 3. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო; 4. რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე; 5. მზადება ნატოს მომავალი სამიტისათვის. საკითხების მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იქნებიან. უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯერჯერობით უცნობია მივა თუ არა ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. „ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები“, – აცხადებენ საბჭოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები