გურია ნიუსის ჟურნალისტი: კოტე შარაშენიძემ რინგზე გასვლის წინ უკან დაიხია

“ქართული ოცნების“   ოზურგეთის  ორგანიზაციის ყოფილმა წევრმა კოტე შარაშენიძემ, რომელიც მერის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის  თვითნებურად წარდგენის გამო პარტიიდან გარიცხეს „ოცნების“ მერობის ოფიციალურ კანდიდატთან ბეგი სიორიძესთან დებატებზე უარს ამბობს.

ამის შესახებ „გურიანიუსის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია წერს. დებატები ხვალ „გურია ნიუსის“  ეთერში უნდა გამართულიყო.

„რომ ჰკითხო კითხვებზე პასუხებისთვის მზად იყო და არაფრის მეშინია პატიოსან ბრძოლაშიო! მოკლედ, რინგზე გასვლის წინ უკან დაიხია. შეთანხმებული იყო  დებატები ხვალ გურია ნიუსის ეთერით მომხდარიყო „-წერს გურია ნიუსის ჟურნალისტი ნატო გოგელია.

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრის პარტიის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის დიტო სამხარაძის ინფორმაციით,   ოზურგეთის მერის არჩევნებზე  კოტე შარაშენიძემ თვითნებურად დააყენა  თავისი კანდიდატურა და  რის გამოც  „ქართულმა ოცნებამ“  მისი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს ადამიანი აღარ ემორჩილება  ჩვენი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ბეგლარ სიორიძე  მიიღო და დაამტკიცა ოზურგეთის მერობის კანდიდატად. შარაშენიძემ ეს არ გაიაზრა და თვითნებურად დააყენა თავისი კანდიდატურა.  აქედან გამომდინარე, პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ეს ადამიანი გაერიცხა პარტიიდან“, – აცხადებს „ქართული ოცნების“  რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები