ოზურგეთში შარაშენიძის “ოცნებიდან” გარიცხვის მიზეზად პოლიტსაბჭოს დაუმორჩილებლობა დასახელდა

“ქართული ოცნების” რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის დიტო სამხარაძის თქმით, პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციიდან კოტე შარაშენიძის გარიცხვის მიზეზი, მერის არჩევნებზე მისი კანდიდატურის თვითნებურად წარდგენა გახდა.

სამხარაძის განცხადებით, პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ბიურომ კოტე შარაშენიძის გარიცხვის მითითება ცენტრალური ოფისიდან მიიღო.

„ეს ადამიანი აღარ ემორჩილება ჩვენი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ბეგლარ სიორიძე მიიღო და დაამტკიცა ოზურგეთის მერობის კანდიდატად. შარაშენიძემ ეს არ გაიაზრა და თვითნებურად დააყენა თავისი კანდიდატურა. აქედან გამომდიანრე, პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ეს ადამიანი გაერიცხა პარტიიდან“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

სამხარაძის თქმით, ყველა ის პირი, რომელლიც პარტიის გადაწყვეტიელბას არ ემორჩილება, შარაშენიძის მსგავსად პარტიიდან გაირიცხება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები