ეკა ბესელია – ჩვენ არ გვჭირდება ვეტო, რომელმაც სამწუხაროდ, დაკარგა თავისი განსაკუთრებული დატვირთვა

კონსტიტუციური ცვლილებით სიკეთეს ქვეყანა მიიღებს და არა “ქალი ოცნება”.-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

უმრავლესობის წარმომადგენელი პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენების ტენდენციას გამოუხმაურა და თვლის, რომ პრეზიდენტის ვეტომ მნიშვნელობა დაკარგა.

„ამ სიფრთხილით და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობითაა მიღებული ბოლო ცვლილებები ჩვენს მიერ. ასევე ვუფრთხილდებით ქვეყნის იმიჯს და გვინდა საჯაროდ გაცხადებული კომპრომისი შედგეს. სწორედ ამ მზაობამ განაპირობა შეთავაზება და არა ჩვენმა სურვილმა.

ჩვენ არ გვჭირდება ვეტო, რომელმაც სამწუხაროდ, დაკარგა თავისი განსაკუთრებული დატვირთვა მისი უადგილო და უსაფუძვლო გამოყენების გამო – ჩვენ გვჭირდება ვაჩვენოთ მზაობა, რომ მივდივართ კომპრომისების გზით მეტი დემოკრატიულობისკენ.

შეუძლებელია ამის არ დანახვა და უსამართლობაა ამ პროცესის ნეგატიურად წარმოჩენა. კონსტიტიციური ცვლილებებით სიკეთეს მიიღებს ქვეყანა და არა „ქართული ოცნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები