მიხეილ ყაველაშვილმა მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი დღეს მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც  სასტუმრო „ჰუალინგში” მიმდინარეობს.

კონფერენცია საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და  პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ძირითადი საკითხები, რომლებიც კონფერენციაზე განიხილება, შეეხება სპორტული ტურიზმის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს, სპორტული ღონისძიებების ორგანიზების საერთაშორისო გამოცდილებას, ახალ სპორტულ ტრენდებს და ფიზიკური განვითარების ეფექტურ გზებს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა კონფერენციაზე გამოსვლისას ისაუბრა თუ რა გავლენა აქვს სპორტული ტურიზმის განვითარებას ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში და მის ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

„ჩვენს ქვეყანაში სპორტულ ტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს და ვისურვებდი სასტუმროებთან ერთად ბევრი სპორტული ობიექტიც გაკეთდეს, რადგან ვიცი, რომ  ძალიან ბევრი გუნდი ისურვებდა შეკრებებზე საქართველოში ჩამოსვლას. როგორც მოგეხსენებათ მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა ინფრასტრუქტურა, რაც უმნიშვნელოვანესი სფეროა სპორტული ტურიზმისთვის. ჩვენც, სპორტის სამინისტროც, ტურიზმის დეპარტამენტიც ინტენსიურად ვმონაწილეობთ, რომ ამ აღმშენებლობას დაემატოს სპორტული ობიექტები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კონფერენცია სასტუმრო „ჰუალინგში” 29 სექტემბერს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები