ნინო წილოსანი პრეზიდენტის განცხადებას სპეკულაციას უწოდებს

უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას სპეკულაცია უწოდა. წილოსანის თქმით, მიღებული კონსტიტუცია უაღრესად პროგრესულია და ცვლილებებს არ საჭიროებს.

„ადვილი მისახვედრია, რომ პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება, თითქოს კონსტიტუცია საათებს ვერ უძლებს, არის პოლიტიკური სპეკულაცია და მძიმე შეურაცხყოფა პროცესში ჩართული ყველა სუბიექტის, მათ შორის ვენეციის კომისიის, რომლის რეკომენდაციის საფუძველზეც აპირებს მმართველი გუნდი კონსტიტუციაში დამატებითი ცვლილებების შეტანს, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული კონსტიტუცია არის უაღრესად პროგრესული, დემოკრატიული და რაიმე დამატებით ცვლილებას არ საჭიროებს”, – განაცხადა წილოსანმა.

პარლამენტმა 26 სექტემბერს კონსტიტუცია მე-3 მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები