ზაზა გაბუნია: პრეზიდენტმა კონსტიტუციასთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინი ილუზიად აქცია

უმრავლესობის დეპუტატის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, პრეზიდენტმა კონსტიტუციასთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინი ილუზიად აქცია.
„ჩვენ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შევთავაზეთ, რომ მას კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსტრუქციული როლი საკონსტიტუციო პროცესის დასასრულს მაინც შეესრულებინა. ამიტომ გავაკეთეთ ვეტოსთან დაკავშირებით შეთავაზება, მაგრამ ჩვენი პოზიტიური მოლოდინი, რომ პრეზიდენტის მხრიდანაც შემხვედრი ნაბიჯი პოზიტიური იქნებოდა, ილუზიად თავად პრეზიდენტმა აქცია. ის არ არის მზად საქმიანი და კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის, თუმცა ესეც არ არის ახალი აღმოჩენა. ჩვენ გვაქვს კარგი კონსტიტუცია, ამასთან ჩვენ ერთგული ვართ დანაპირების რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გავითვალისწინებდით. სწორედ ამ საკითხებზე გვაქვს პოზიტიური რეკომენდაციები და ჩვენ ყველა შემთხვევაში, დაადებს თუ არა ვეტოს პრეზიდენტი, მაინც ავსახავათ ამ საჭირო ცვლილებებს კონსტიტუციაში”, – განაცხდა გაბუნიამ.

პარლამენტმა 26 სექტემბერს კონსტიტუცია მე-3 მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები