გიორგი კვირიკაშვილი ქართველ პარაოლიმპიელებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ პარაოლიმპიელებს გამარჯვებას ულოცავს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.
„დიდი სიხარულით და ამავე დროს სიამაყით მინდა მივულოცო ჩვენს გმირ ბიჭებს კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტულ თამაშებში – Invictus Games-ში გამარჯვება. ჩვენმა დაჭრილმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ბრიტანეთის ნაკრებს მოუგეს და დამსახურებული ოქროს მედლები მოიპოვეს. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას, სიცოცხლით სავსე, აქტიურ ცხოვრებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ!“, – ნათქვამია მილოცვის ტექსტში, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისათვის, კანადაში გამართულ საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტულ თამაშებში – Invictus Games-ში დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები