ირაკლი კოვზანაძე ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ევროკავშირის დელეგაციასთან თანამშრომლობის უფროსს, ვინსენტ რეის, ევროკავშირის ეკონომიკური მმართველობის ჯგუფის უფროსს, ლუკა ორიანს, ბიუჯეტის მხარდაჭერის კოორდინაციის პროგრამულ მენეჯერს, დომენიკ პაპენჰეიმს და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტის მენეჯერს, ირაკლი ხმალაძეს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა იყო საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და ამ პროცესში პარლამენტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ჩართულობა.

შეხვედრაზე განიხილეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლობის საკითხები, კომიტეტთან არსებული აუდიტის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა, სამომავლოდ მისი ფუნქციებისა და მოვალეობების კიდევ უფრო დახვეწისა და გაძლიერების საკითხი.

საუბარი ასევე შეეხო პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მუშაობას. როგორც ლუკა ორიანმა აღნიშნა, საბიუჯეტო ოფისის საქმიანობა აუცილებელია გახდეს უფრო მოქნილი, ნაყოფიერი და ეფექტიანი.

ირაკლი კოვზანაძემ თავის მხრივ, მზადყოფნა გამოთქვა აქტიურად ჩაერთოს საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და ამ პროცესში პარლამენტის მხრიდან ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები